გაკვეთილის მთავარი თემა
|
რიცხვები 1-დან 100-მდე, მოქმედებები მასზე.
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი, II კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს შეეძლებათ ასის ფარგალში შეკრება-გამოკლება და მოქმედებანი მათზე
|
∙ მოახდინოს შეკრება-გამოკლება სხვადასხვა ხერხებით ∙ შეძლოს ამოცანის ამოხსნა, ამოცანის ნაწილების დასახელება ∙ შეძლოს უცნობი კომპონენტის პოვნა | |
წინასწარი ცოდნა
|
∙ II.1 კითხულობს რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და
მომდევნო რიცხვებს. ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში მიუთითებს ათეულების და ერთეულების თანრიგებს ∙ II.2 ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას, ანგარიშისას
იყენებს ბიჯით თვლას ან სხვა ხერხებს.
∙ II.5 ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი ∙ II.5 პოულობს უცნობ შესაკრებს , საკლებს, მაკლებს. ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას. |
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები - ფოტოაპარატები
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული... ) სახელმძღვანელო,ბარათები, დაფა, ცარცი. ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები ფოტოაპარატები.სლაიდი. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო საკითხები-2 წთ.
A -ფაზა
აქტივობა I. (დრო 15წუთი) გამოწვევა
/პროვოცირება/
მოსწავლეებისათვის Pover point-ში წინასწარ გამზადებული აქვს სლაიდები. დაწერილია
რიცხვები და მათემატიკურ მოქმედებათა ნიშნები,სხვადასხვა სურათები მოცემული თემის მიხედვით. თხოვს მათ, რომ გამოთქვან ვარაუდი რა შეიძლება იყოს ამ სლაიდზე. შემდეგ აჩვენებს სლაიდს და არწმუნებს, თუ როგორ გამართლდა მათი ვარაუდები. -რიცხვებს, ციფრებს, მოქმედებათა ნიშნებს რომელი საგანი შეისწავლის? B- ფაზა
ვიწყებთ მოგზაურობას მათემატიკის სამყაროში. /22 წთ/
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- -როგორ მიიღება რიცხვი? ( საგანთა დათვლით) -რით გამოსახავენ რიცხვებს? რამდენია ციფრი? რამდენია რიცხვი? შემდეგ წააკითხებს სლაიდ-შოუზე დაწერილ რიცხვებს და დახასიათებენ თითოეული მათგანს . -დაასახელონ უდიდესი ერთნიშნა რიცხვი/ -დაასახელონ უდიდესი ორნიშნა რიცხვი -დაასახელონ უმცირესი ორნიშნა რიცხვი -დაასახელონ რიცხვი, რომელიც შედგება: 2ათეულისა და 3 ერთეულისაგან 3 ათეულისა და 5 ერთეულისაგან 7 ერთეულისა და 4 ათეულისაგან 3 ოცეულისაგან -რომელია მეტი 2 . 20 თუ 4 ათეული? - 3. 20 თუ 6 ათეული?
აქტივობა I I.
მათემატიკური თამაში
დაფაზე დახატულია ორი კვადრატი, რომელიც გაფერადებულია სხვადასხვა ფერებით. მაგ: წითელი -- არის ათეულები, ხოლო ყვითელი -- ერთეულები. დაკაკუნების შედეგად მოსწავლე უნდა მიხვდეს, რომელი რიცხვი იქნა წარმოდგენილი. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც სწრაფად იტყვის მეტ პასუხს
აქტივობა III.
(მუშაობა ჯგუფებში ბარათებით)
ურიგდებათ მაგალითები ჯგუფების მიხედვით. აკეთებენ
შეკრება-გამოკლებას სხვადსხვა ხერხებით. ამის შემდეგ დაფასთან პრეზენტაციას აკეთებენ თითო თითო ხერხის გამოყენებით.
შემდეგ ურიგდებათ ამოცანები:
I ჯგუფი
ერთ ყუთში 30 კილოგრამი ვაშლია, მეორეში კი 14 კგ-ით მეტი. რამდენი კილოგრამი ვაშლია ორივე ყუთში?
II ჯგუფი
ერთ კლასში 20 მოსწავლეა, მეორეში კი 5-ით ნაკლები.
რამდენი მოსწავლეა ორივე კლასში?
III ჯგუფი
ნინიკოს ჰქონდა 30 ლარი. იყიდა წიგნი, რომელშიც
გადაიხადა 12 ლარი და პენალი, რომელშიც გადაიხადა 8 ლარი. რა თანხა დარჩებოდა ნინიკოს?
აქტივობა IV.
უცნობი რიცხვის პოვნა
დაფასთან გამოიძახებს სამ მოსწავლეს და მისცემს
განტოლებებს. ვიდრე ისინი დაფასთან მუშაობენ მიმართავს კლასს: -ჩამოთვალოს შეკრების ნაწილები - ჩამოთვალოს გამოკლების ნაწილები - ჩაიფიქრა რიცხვი, მიუმატა 4 და მიიღო 20. რა რიცხვი ჩაუფიქრებია? - ჩაიფიქრა რიცხვი, გამოაკელო 6 და მიიღო 12. რა რიცხვი ჩაუფიქრებია?
Cფაზა
/შეჯამება/ გამთლიანება-6 წთ
რა ისწავლეს მოსწავლეებმა?
რით იყო დღევანდელი გაკვეთილი საინტერესო?
|
https://drive.google.com/open?id=0B5Il88X69lEdTENoVGZtd0ZvaDA
Комментариев нет:
Отправить комментарий